პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დერექტორის ახლო ნათესავია.
პროკურორის განცხადებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებას, სწორედ ალექსი ბატიაშვილი აწერს ხელს.
"ალექსი ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. შესაბამისად, არსებობს გარკვეული კითხვები და ბუნებრივია, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ", - აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.