ქვეყნის ანექსიის დაშვება და მიწების მტრისთვის ჩაბარება, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და გამოუცდელი წვევამდელების გაწირვა. მეცნიერების, განათლების სისტემების მიზანმიმართული ნგრევა. ბევრი რამ, რასაც ეს ერთი კომენტარი ვერ დაიტევს. სადაა რეჟიმის სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ კომენტარს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე, ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუტარ გვერდზე აკეთებს.
მისი თქმით, წინ ვერ წახვალ, თუ უკან რაც იყო იმას არ შეაფასებ. მხოლოდ დიდი ბერული და მონაზვნური გამოცდილების ნაყოფია,- მიუტევო და გულში ჩაიხუტო შენი მწამებელი.
"ორი წელი გავიდა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა. კოჰაბიტაციით დაკავებულ ხელისუფლებას ამისათვის დრო არ ჰქონდა და არც ნება გამოსჭვიოდა მისი ქმედებებიდან. სულისკვეთება არ იყო. სამაგიეროდ, შემოგვთავაზეს მიტევება-პატიების სრულიად აბსურდული თეორია. ხელოვნური. რაც მთავარია, ხალხისთვის, უმრავლესობისთვის მიუღებელი. ახლა კითხვა დავსვათ. განა გერმანია მოერეოდა ფაშიზმს, რომ არა ნიურნბერგის პროცესი?!... განა სამხრეთ აფრიკა და ნელსონ მანდელა მოერეოდნენ აპარტეიდს, რომ არა ამ უკანასკნელის პოლიტიკური მოწამეობა?! საბოლოო ჯამში, მოხდა ფაშიზმისა და აპარტეიდის უკამათო შეფასება ,როგორც ბოროტების, სირცხვილის, უკიდურესი ნეგატივის. მართალია, სხვა მასშტაბია, სხვა ეპოქაა, სხვა გამოწვევებია, მაგრამ რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა საქართველოში, ეს იყო ადამიანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ორგანიზებული ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან: პატიმრების წამება, კაცთაკვლა ქუჩებში, ქონების წართმევა, მოსმენები, ფარული გადაღებები... ქვეყნის ანექსიის დაშვება და მიწების მტრისთვის ჩაბარება, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და გამოუცდელი წვევამდელების გაწირვა. მეცნიერების, განათლების სისტემების მიზანმიმართული ნგრევა. ბევრი რამ, რასაც ეს ერთი კომენტარი ვერ დაიტევს. სადაა რეჟიმის სამართლებრივი შეფასება? სადაა სულისკვეთება, რომ ბოროტება ცუდია და დასჯადია? სამაგიეროდ, კვლავ ისმის ნაზი"აკორდები" პატიების თაობაზედ. დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი... ნაწამებ პატიმრებს, შვილმოკლულ მშობლებს და სამაჩაბლოს მიწაზე ჩახოცილი წვევამდელების ოჯახებს ჰკითხეთ, თუ ჰპატიობენ?! "მოგვბეზრდა", "დავიღალეთ", "აღარ გვინდა გასულ წლებზე ლაპარაკი", "წინ გავიხედოთ"... მერწმუნეთ, ამაოა ეს მცდელობა.
წინ ვერ წახვალ, თუ უკან რაც იყო იმას არ შეაფასებ. მხოლოდ დიდი ბერული და მონაზვნური გამოცდილების ნაყოფია,- მიუტევო და გულში ჩაიხუტო შენი მწამებელი. რომელი ჩვენგანია ასეთი მასშტაბის ბერი ან მონაზონი და მეტიც, თუ ჩვენ ინდივიდუალურად სულიერი გამოცდის წინაშე ვდგავართ, რაღა საჭიროა მაშინ სახელმწიფო? რა საჭიროა გამოძიება? სასამართლო? სასჯელაღსრულების სისტემა? დავსხდეთ ჩვენს მოძღვრებთან ერთად და გავიაროთ, ვინ ვის და რას მიუტევებს... და გარწმუნებთ, ამ მიტევებას დიდი ცრემლი და სინანული სჭირდება, რასაც მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მისატევებელთა თვალებსა და ქმედებებში", - წერს ინაშვილი.