ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: თუ პატრიარქს დაუჯერებს ქართული საზოგადოება, ქვეყნის აღმშენებლობა გარანტირებული იქნება!

სანდრო ბრეგაძე: თუ პატრიარქს დაუჯერებს ქართული საზოგადოება, ქვეყნის აღმშენებლობა გარანტირებული იქნება!

  თუ პატრიარქს დაუჯერებს ქართული საზოგადოება საქართველოს ნათელი მომავალი გარანტირებული იქნება, აღნიშნულ კომენტარს  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

  "გუშინ პატრიარქმა თავისთან მიმიწვია. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი შეხვედრა იყო. საქართველოს მტრების ჯინაზე ჩვენი სულიერი მამა შესანიშნავადაა და მისმა აზროვნებამ აღფრთოვანებაში მომიყვანა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მმართველობის და სულიერების საკითხებში თუ პატრიარქს დაუჯერებს ქართული საზოგადოება, მაშინ ქვეყნის აღმშენებლობა და საქართველოს ნათელი მომავალი გარანტირებული იქნება!" - წერს ბრეგაძე.

3-11-2014, 11:22
უკან დაბრუნება