მთავრობის კაბინეტში მინისტრთა კაბინეტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით კომენტარები მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
"თავდაცვის მინისტრი ენდობა თავის თანამშრომლებს და დარწმუნებულია მათ უდანაშაულობაში. ხოლო მე დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრის პოზიციაში და იმაში, რომ მან ზუსტად იცის, რასაც ამბობს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.