საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური დიმიტრი შაშკინსა და ზურაბ ადეიშვილს ურჩევს, ბაჩო ახალაიას მსგავსად თავადვე გამოცხადდნენ პროკურატურაში.
"არ ვიცი, რას აპირებენ ისინი, მაგრამ ვფიქრობ, მათაც უნდა მიიღონ ზნეობრივი გადაწყვეტილებები და წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე. როგორი დიდიც უნდა იყოს საფრთხე, როგორი დიდიც უნდა იყოს უსამართლობა, როგორი დიდიც უნდა იყოს ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, ვფიქრობ, ქართველი ხალხია ამ ქვეყანაში უზენაესი მსაჯული", - განაცხადა წიკლაურმა დაგაცემა "პოლიტმეტრთან" საუბარში.
მისივე თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შესვას ის "მწარე სასმელი", რომელსაც განსაცდელი ჰქვია და გაუძლოს დაკავებასაც.