ივერიონი / ჯონდი ბაღათურია: ქართველმა და რუსმა ხალხმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შორის ზიზღი არ არსებობს!

ჯონდი ბაღათურია: ქართველმა და რუსმა ხალხმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შორის ზიზღი არ არსებობს!

  საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოველგვარი შუამავლების გარეშე უნდა დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკება. განცხადება ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიამ   "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.


   ჯონდი ბაღათურია  მედიასაშუალებებს მიმართავს.

 

  "თხოვნით მივმართავ ტელეკომპანია "მირს", რუსეთისა და საქართველოს საზოგადეობრივ მაუწყებლებს - ხელი შეუწყონ ქართველი და რუსი საზოგადოების პირდაპირ დიალოგს, ხალხის დიალოგს.

 გვჭირდება პირდაპირი ეთერები, საიდანაც ქართველი ხალხი დაელაპარაკება რუს ხალხს, პოლიტიკოსები დაველაპარაკებით პოლიტიკოსებს, ისეთ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, რომლებიც არ გაყიდულან ფულზე და ჰყოფნით ვაჟკაცობა, სახელმწიფოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ.

 ხალხის დიალოგი იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მტკიცე ნება, ამერიკელების და ევროპელების გარეშე ისაუბროს რუსეთთან.

 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ქართველმა და რუსმა ხალხმა  იცოდნენ, რომ მათ შორის არ არის ზიზღი და ამ ორ ხალხს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ერთმანეთთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე ისაუბრონ.


  ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში ტელეკომპანია "მირის" როლია!"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

3-11-2014, 14:13
უკან დაბრუნება