ივერიონი / ემზარ ჯგერენაია: დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო, ხარჯები უნდა შემცირდეს!

ემზარ ჯგერენაია: დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო, ხარჯები უნდა შემცირდეს!

"2013 წლის ბიუჯეტი ფაქტობრივად, სოციალური ბიუჯეტია", - ასე აფასებს მომავლი წლის ბიუჯეტს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. 

 

მისი თქმით,  გამოთავისუფლებული თანხები თითქმის მთლიანად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპენსიო თანხებს მოხმარდება. "მიმაჩნია, რომ როცა ქვეყანაში ეკონომიკის 20%-იანი ზრდა არის, ამ დროს ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკას, ყურადღება უნდა მიექცეს განათლებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  ასეთი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ხარჯები ყველა დონეზე მცირდება", - განმარტავს ექსპერტი. 

 

როგორც ცნობილია, პარლამენტმა ახალი ხელისუფლების მიერ შედგენილი ქვეყნის ახალი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

 

ბიუჯეტის ახალი პროექტით, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 110 მილიონი ლარის ნაცვლად 100 მილიონი ლარი იქნება. ეკონომიკის სამინსიტროს დაფინანსება 6 მილიონი ლარით, იუსტიციის სამინსიტროს კი 7 მილიონი ლარით შეუმცირდება. ასევე, შემცირდა რეგიონალური განვითარების პროქტების ბიუჯეტი.  ამ პროექტებისთვის მხოლოდ 137 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით, გაიზარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება _ 150 მილიონიდან 170 მილიონამდე. თითქმის გაორმაგდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსება _ ის 25 მილიონიდან 48 მილიონამდე გაიზარდა.

გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინსტროს დაფინანსება, თუმცა დამატებით მოზიდული იქნება კერძო ინვესტიციები დარგის განსავითარებლად. შეიქმენა სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი.

 

ბიუჯეტის  პროექტის მიხედვით, ახალი მთავრობის პრიორიტეტები სოციალური მდომარეობა, სასჯელაღსრულების სისტემა და განათლებაა. სწორედ ამ სფეროების უკეთ განვითარების მიზნით, გაიზარდა შესაბამისი სამინისტროების დაფინანსება.

7-11-2012, 11:30
უკან დაბრუნება