ივერიონი / რა „წამოცდა“ არჩილ კბილაშვილს და რატომ უნდა ვერიდოთ ცრუ მოლოდინებს?!

რა „წამოცდა“ არჩილ კბილაშვილს და რატომ უნდა ვერიდოთ ცრუ მოლოდინებს?!

რა „წამოცდა“ არჩილ კბილაშვილს და რატომ უნდა ვერიდოთ ცრუ მოლოდინებს?!

დღევანდელი ხელისუფლება „ნაციონალური“ რეჟიმის გამართლებას და სამართლიანობის აღდგენას რომ არ აპირებს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელშიც იურისტები (ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველები) მონაწილეობდნენ.

როგორც საქართველოში საკმაოდ ანგაჟირებულმა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა „ივერიონს“ განუცხადა, აღნიშნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულა ყოფილი გენპროკურორი არჩილ კბილაშვილი და დაახლოებით ასეთი „ისტორიული“ ფრაზა  გაუჟღერებია: „ნაციონალების“ მიერ უკანონოდ დასჯილთა და ქონებასწართმეულთა რაოდენობა საზოგადოების ერთ პროცენტს არ აჭარბებს და ამის გამო არ ღირს დისონანსის შეტანა ქვეყანაში, რადგან სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება ქაოსისკენ წაიყვანს ქვეყანასო!“

ამ „ორიგინალური“ განცხადებისთვის კვერი იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესაც დაუკრავს და ყველაფერი ისე დასრულებულა, რომ ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იურისტების ყბაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ, თვალისდახამხამებაში გაპარულან!

თუმცა, ეს არ არის მთავარი – მთავარია ის, რომ ყოფილმა გენპროკურორმა ხელისუფლების ტენდენცია გაამჟღავნა და `დაგვამშვიდა~, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ნუ ვიოცნებებთ, რადგან, იგი „ქაოსისკენ წაიყვანს ქვეყანას!“ (აბა, ქაოსს ხომ არ დავუშვებთ?!)

თუმცა, კბილაშვილის დასტური რად გვინდა, ისედაც ნათელია, რომ არავინ „ნაციონალების“ დასჯას და მითუმეტეს, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას არ აპირებს – აქ არა მარტო იმ ქონების დაბრუნებაზეა საუბარი, რომელიც კერძო ადამიანებზეა გადაფორმებული, არამედ, იმ ქონებაზეც, რომელიც თავის დროზე სახელმწიფომ „იჩუქა“ და დღევანდელი მთავრობაც ცდილობს ხელიდან არ უნდა გაშუვას!

დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ მძიმეა ყოველთვის მოლოდინი, მითუმეტეს, მძიმეა ცრუ მოლოდინი!

ერიდეთ ცრუ მოლოდინებს!

3-11-2014, 16:31
უკან დაბრუნება