ბატონმა ირაკლი ალასანიამ თავისი საქმიანობა უნდა გააგრძელოს. მან წყება უნდა გადადოს და თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. კომენტარი ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "იმედის" ეთერში გააკეთა
"ვთვლი, რომ ბატონმა ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ის ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მან ამ შემთხვევაში გვერდზე უნდა გადადოს თუნდაც, გარკვეულწილად პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე, მას პარლამენტისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
უელსის სამიტის შედეგად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ, ამიტომ ამ პაკეტის იმპლემენტაციის საკითხში ბატონ ირაკლის ძალიან დიდი როლი აკისრია, მითუმეტეს, ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ის სრულად ენდობა კოალიციას, მთავრობას, იცის, რომ პროკურატურა იქნება ობიექტური, ამიტომ, მივცეთ გამოძიებას საშუალება, რომ საქმე წინ წაიყვანოს",- განაცხადა სესიაშვილმა.