"გაუგებარია, რატომ უნდა ეძგერო მაინც და მაინც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს, როცა რეალურად საშუალებაა,- ბერი გაბრიელის სახელი მიანიჭო წულაძისა და თეთრიწყაროს ქუჩების გადაკვეთის ადგილს, სადაც რეალურად ცხოვრობდა მამა გაბრიელი, აღნიშNულ კომენტარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ერთის მხრივ, არ მესმის, რატომაა ტრაგედია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩამ გადმოინაცვლოს საბურთალოზე, ახალ მაგისტრალზე, სადაც სკვერი და მოედანიც აშენდება (სახელი არ ქრება, უბრალოდ, ინაცვლებს ერთი ადგილიდან მეორეზე) და იმ ტერიტორიას, რომლის მიმდებარედაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა, ეწოდოს ბერი გაბრიელის გამზირი. მეორეს მხრივ, გაუგებარია, რატომ უნდა ეძგერო მაინც და მაინც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს, როცა რეალურად საშუალებაა,- ბერი გაბრიელის სახელი მიანიჭო წულაძისა და თეთრიწყაროს ქუჩების გადაკვეთის ადგილს, სადაც რეალურად ცხოვრობდა მამა გაბრიელი. ჰაერიდან ვქმნით პრობლემებს, წინააღმდეგობას, აგრესიას და დაპირისპირებას. არადა, ეს ამაო პოლემიკა არც მამა გაბრიელს და არც ქაქუცა ჩოლოყაშვილს დიდად არ გაახარებდა. მერწმუნეთ, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ... ერთსაც დავამატებ: ბერი გაბრიელი ჩვენი დროის უდიდესი წმინდანია. ეკლესიამ იგი შერაცხა, როგორც აღმსარებელი და სალოსი. კომუნისტურ ეპოქაში აღმსარებლობა, ანუ ქრისტეს საჯარო აღიარება და ქადაგება ნამდვილი გმირობა იყო, ხოლო სალოსობა, რომელსაც ზოგიერთი გიჟობისგან ვერ არჩევს, რელიგიური ღვაწლის მწვერვალია. ამას მათთვის ვწერ, ვისაც ვერ გაუგია, ვინ იყო ბერი გაბრიელი და სათანადოდ ვერ აფასებს მას," - წერს ირმა ინაშვილი.