ივერიონი / გიორგი ფოფხაძე: არსად წასვლას არ ვაპირებ!

გიორგი ფოფხაძე: არსად წასვლას არ ვაპირებ!

  როგორც ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, მის მიმართ ადგილი აქვს გარკვეული სახის ცილისწამებას. ამის სესახებ ჟურნალისტი facebook-ის საკუთარ  გვერდზე წერს.

 

  მისი თქმით, ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლას არ აპირებს.

  "სხავთაშორის, როცა გიორგი ბარათაშვილმა შემომთავაზა ბრიუსელში მუშაობა... ჩვენს შორის დაახლოებით ასეთი საუბარი იყო რომ, დროებით ვიმუშვებდი და დავეხმარებოდი საზოგადოებრივ მაუწყებელს მანამ, სანამ სხვა ჟურნალისტს არ გამოუშვებდნენ, რადგან, მართლა ვფიქრობრი რომ, საზმაუში კონკურსს გამოაცხადებდნენ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე, ჩემს კანდიდატურას ამ კონკურსზე წარვადგენდი და შევძლებდი საუკეთესო, ევროპული სტანდარტის საინფორმაციო სამსახურის აწყობას მაგრამ, როგორც ვხედავ ქალბატონი თამარ კინწურაშვილი და მისი მიმდევრები ვერ ისვენებენ და ცილისწამებაზეც გადმოდიან... ამიტომ, პირობას გაძლევთ, არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიმუშვებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროში. და კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი ბარათაშვილს და ყველა იმ ადამიანს რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს..." - წერს გიორგი ფოფხაძე.

4-11-2014, 12:25
უკან დაბრუნება