ივერიონი / ირაკლი ალასანია: სამწუხაროა, რომ გენშტაბის უფროსი დააპატიმრეს

ირაკლი ალასანია: სამწუხაროა, რომ გენშტაბის უფროსი დააპატიმრეს

სამწუხაროა, რომ ჩვენი გაერთიანებული შტაბის უფროსი დააპატიმრეს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრეს ბრალი არ დაუმტკიცდება სასამართლოზე. ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმციას", _ ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გენშტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის დაპატიმრების ფაქტს.

 

ირაკლი ალასანია გამოეხმაურა ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფაქტსაც და აცხადებს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება.

თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების სარდლობას გამთენიისას შეხვდა და მისი თქმით, შეიარაღებული ძალებში სიმშვიდეა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

7-11-2012, 11:52
უკან დაბრუნება