სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტების გაცნობის უფლება აქვს და აღნიშნულ საქმეს სწავლობს. ამის შესახებ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს "ჰოლიდეი ინნ"-ში განუცხადა.
" საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. გამოთხოვილი გვაქვს მასალები, რისი გაცნობის შემდეგაც ჩვენ წარმოვადგენთ დასკვნას. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო", ომბუდსმენს აქვს წვდომა ამ მასალებზე. ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.