ივერიონი / ხათუნა სამნიძე: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში პროკურატურის პასუხისმგებლობა მაღალია!

ხათუნა სამნიძე: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში პროკურატურის პასუხისმგებლობა მაღალია!

  "თავისუფალი დემოკრატები" არიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენ გვჯერა თავდაცვის მინისტრის, რომელიც არის მყარად დარწმუნებული საკუთარი თანამშრომლების უდანაშაულობაში", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა.

  "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში პროკურატურის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია.

  "ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. თუ პროკურატურა დაუშვებს შეცდომას და იქნება ბრალეული იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად დაიწყო საქმის წარმოება ან არ დამტკიცდა ამ პირთა ბრალეულობა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა სამნიძემ.

  ამასთან, რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხარე.


  "მის დაქვემდებარებაშია როგორც სამინისტრო, ასევე პროკურატურა. მისი განცხადება - რომ მას აქვს კითხვები მინისტრთან - ვფიქრობ, არასწორია. ღარიბაშვილს კითხვები არ უნდა ჰქონდეს ალასანიასთან, რადგან პრემიერ-მინისტრი არ არის კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი. ეს არასწორია და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ბადებს შეკითხვებს, რომლებიც არსებობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა სამნიძემ.

4-11-2014, 14:22
უკან დაბრუნება