ქართულმა საკაბელო ოპერატორებმა რუსული არხების ტრანსლაცია განაახლეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
სააგენტო "Взгляд"-ის ინფორმაცით, საკაბელო კომპანია "მე-7" არხმა თავის ბადეს "პერვიი", "ტვ ცენტრი" და კიდევ ოთხი რუსული არხი დაამატა. აღნიშნული არხების საყურებლად, მომხმარებელმა მომსახურების პაკეტს დამატებით ყოველთვიურად 4 ლარი უნდა დაამატოს.
ცნობისათვის, რუსული არხების საეთერო ტრანსლაცია თბილისის ანძიდან ჯერ კიდევ 1990 წელს შეწყდა. მოგვიანებით კი, რუსული არხების ჩვენება მხოლოდ საკაბელო ქსელების საშუალებით ხდებოდა.
რუსული საინფორმაციო საშუალებები აღნიშნულ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მზად არის რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.
შეგახსენებთ, რომ რუსული არხების ტრანსლირება 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა.