ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, მისი ქმედებები იწვევს თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც ჩემთვის კატეგორიულად დაუშვებელია და აისახება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასა და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.