პრემიერ მინიტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავიუსლებულია, თანამდებობა დატოვა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და განაცხადა:-"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია".
აირევა თუ არა სიტუაცია და რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას? ივერიონი პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერს გიორგი ლაღიძეს დაუკავშირდა.
-მინდა ავღნიშნო, რომ ალასანიას გადაყენებით სახელისუფლებო კრიზისი დაიწყო და ის აუცილებლად გაღრმავდება, რასაც მოჰყვება კოალიციის დაშლა და შესაძლოა მათ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგონ, რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, იგი მოიაზრებოდა და მოიაზრება პროდასავლურ პოლიტიკოსად, შესაბამისად ვფიქრობ ის საზოგადოებისგან გარკვეულ მხარდაჭერას მიიღებს.
-ხომ არ არის ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაში, რათა ოპოზიციის ნიშა ახლა "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოირგონ და ასე ჩამოიშორონ "ნაციონალური მოძრაობა"?
-მე ვფიქრობ ეს თამაში ნამდვილად არ არის და ეს დაპირისპირება უფრო მწვავე სახეს მიიღებს, თუ ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლება გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს და დააპატიმრებს ალასანიას, ეს იქნება მათთვის გამოუსწორებელი შეცდომა და მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებენ კოალიიციის დაშლის პროცესს.
-ალასანიას გადადგომას კულვარებში ისედაც მოიაზრებდნენ და ბოლო დღეებში ყველა ამ თემაზე საუბრობდა. როგორ ფიქრობთ, თავად ხომ არ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა იმ ბრიფინგზე, რომელმაც დააჩქარა მისი მოხსნა?
-ვფიქრობ ალასანიამ სწორი გზა აირჩია რომ არ გადადგა თვითონ, ვინაიდან მისი ამ ნაბიჯით საზოგადოებას გაუღრმავდებოდა ეჭვები, რომ მის უწყებაში მართლაც კორუფციია და უბრალოდ ალასანია გაერიდა სიტუაციას, შესაბამისად ეს ალასანიამ სწორად გათვალა.
-საკმაოდ სწრაფად გამოინახა ალასანიას შემცვლელიც, რას იტყვით თავდაცვის ახალ მინისტრზე?
-ვერაფერს გეტყვით, ის არ არის ცნობილი ფიგურა,თუმცა ფაქტია, რომ ღარიბაშვილი ძალიან ჩქარობს და სასწრაფოდ დანიშნა ახალი მინისტრი, ალბათ ენდობა პრემიერი მას, თუმცა საზოგადოებას ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.
-როგორ განვითარდება მოვლენები? თქვენი პროგნოზი როგორია, კიდევ უნდა ველოდეთ თუ არა რომელიმე მინისტრის მოხსნას ან საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას?
-აუცილებლად. უახლოეს დღეებში ორი მინისტრი მაინც დატოვებს თანამდებობას.
-კონკრეტულად?
-მაია ფანჯიკიძე და თეა წულუკიანი.
-ეს ყველაფერი ხომ არ მიიყვანს ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე?
-თუ მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება!