ივერიონი / დავით ბერძენიშვილი: არც საქართველოს მთავრობაში და არც ქვეყანაში ძლიერი პრორუსული ძალა არ არსებობს!

დავით ბერძენიშვილი: არც საქართველოს მთავრობაში და არც ქვეყანაში ძლიერი პრორუსული ძალა არ არსებობს!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ  "ირაკლი ალასანიას მთავრობიდან წასვლით "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იხეირებს," - ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.


  დეპუტატის თქმით, არც საქართველოს მთავრობაში და არც ქვეყანაში ძლიერი პრორუსული ძალა არ არსებობს. 

  "ქვეყანაში ძლიერი პრორუსული ძალა არ არსებობს, მითუმეტეს არც მთავრობაში. ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია კი ქვეყნის და საზოგადოების გადაწყვეტილებაა და არ გადაიხედება," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

5-11-2014, 07:52
უკან დაბრუნება