ივერიონი / ფრაქცია "ქართული ოცნებიდან – თავისუფალი დემოკრატების" გასვლით უმრავლესობა იშლება

ფრაქცია "ქართული ოცნებიდან – თავისუფალი დემოკრატების" გასვლით უმრავლესობა იშლება

  "თავისუფალი დემოკრატების" 10  მანდატის გარეშე კოალიციას უმრავლესობა არ აქვს განცხადებას ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დავით ბერძენიშვილი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

  უმრავლესობას პარლამენტში ქმნის ფრაქცია ან ფრაქციათა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებული დეპუტატები პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ანუ დღევანდელ პარლამენტში, უმრავლესობა სულ მცირე 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება.

კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქცია და ჯამში 83 დეპუტატი ქმნის.  ფრაქცია "ქართულ ოცნება - თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლა უმრავლესობის დაშლას ნიშნავს, რადგან 150 წევრიან პარლამენტში 73 პარლამენტარის ერთობა უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის.

5-11-2014, 08:03
უკან დაბრუნება