ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი: ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის!

ზაზა ხატიაშვილი: ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის!

  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ალასანიას უწყებაში განვითარებულ პროცესებს facebook-ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრემიერი შეითავსებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას, ბოროტი სიზმარივით აუხდა ჩვენს ქვეყანას.


  "ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ მან ღარიბაშვილში დაინახა პროკურორი, დაგვიანებულია, ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატები 1,5 წლის წინ, პარლამენტის წინ როდესაც ვატარებდით აქციას და ვაპროტესტებდით საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ არ შეიძლებოდა, პრემიერ-მინისტრს დაენიშნა მთავარი პროკურორი, ვინაიდან პრემიერი შეითავსებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას, ბოროტი სიზმარივით აუხდა ჩვენს ქვეყანას. ჩემს მეტი ეს ფეოდალური ცვლილება არავის არ გაუპროტესტებია. ჟურნალისტებიც დუმდნენ, მაშინ "თავისუფალი დემოკრატებიდან" ადვოკატების აქციაზე პარლამენტიდან არავინ არ გამოვიდა იმიტომ რომ მაშინ ოლიგარქთან ერთ ხმაში მღეროდნენ. მე ვეთანხმები პეტრიაშვილს, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ. ამას რამდენიმე თვეა ვამბობ, ეხლა მაინც თუ არ გავერთიანდით სამოქალაქო საზოგადოება და არ მოვითხოვეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს დემოკრატიული განვითარებისკენ, სულ ჭაობში ვიტრიალებთ", -წერს ხატიაშვილი.

5-11-2014, 11:57
უკან დაბრუნება