საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმიანება.
სტატუსის აქტუალობიდან გამომდინარე „ივერიონი“ მას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ კრიზიში შედის და მოსალონელია ამ კრიზისის მეტად გაღრმავება.
საქართველო, დღევანდელმა პოლიტიკურმა სპექტრმა პროდასავლური და ანტირუსული ისტერიების არენად გადააქცია, არ არსებობს სამართლებრივი აქტის განხორციელება, რომ ის პილიტიკური სარჩულით არ შეფასდეს; ამჟამინდელი ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება სწორედ დემონსტრირებაა იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი ნება სამართლიანობის აღდგენისა თუ განხორციელებისა, მისი შეფასებით, საქართველოს პროკურატურა დასავლურ ღირებულებებს პირდაპი ურტყამს და აფერხებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის შესაძლო მიღწევებს, ე. ი. დაა დანაშაულა უწყება, რომელიც არსებული მთავრობის ერთ-ერთი დაქვემდებარებული ინსტიტუციაა და რომელიც არსით მთავრობისავე კურსს ატარებს - მომხრეა ევრო-ატლანტიკური მიმართულებისა, გამოდის, დადანაშაულდა მთელი მთავრობა, ცალკერძ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, აღნიშნავს, რომ ის სრულ ნდობას უცხადებს მთავრობის კაბინეტს - კოლეგა მინისტრებსა და მათ მიდგომებს დასავლეთის მიმართ, მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გამოხატავს თავშეკავებას და მის შეფასებას, პოლიტ-საბჭოს გამართვის შემდეგ აანონსებს.
„პროდასავლეთი და, „პრორუსული," ეს უკიდურესად დაპირისპირებული
მიდგომები გახდა ქართული პოლიტიკის თითქოსდა სასიცოცხლო წყარო.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი მიზანსწრაფვაა დასავლური კურსისკენ მსვლელობა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში, აკი, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების დროს და ალასანიას განცხადებას პროკურატურის ანტიევროპულობასთან დაკავშირებით ყოვლად უპასუხისმგებლო უწოდა.
საქართველოში მოსალოდნელია პროდასავლური ველისა და არენის გახლეჩვა-გადაჯგუფებები და „ევრო-ამერიკასთან შეტენვის" უპრეცედენტო მარათონი, აბა, ვინ გაუსწრებს!.. რა თქმა უნდა ასეთი აჯაფსანდალი ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე უხვად ასხამს წყალს და სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოწოდებას ეხმიანება. ნაცმოძრაობაზე ეს ვითარება საზოგადოებრივ თუ სამართლებლივ წნეხს აშკარად შეანელებს და პოლიტიკურად ღმად ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
„რუსთავი-2" ასეთ პოლიტიკურ დაპირისპირებას სათავისოდ გამოიყენებს და ფრთებს გაშლის - გალაღდება!
არადა, ახალი ხელისუფლების პირობებში ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა უფრო შესუსტდა და რუსეთთანაც დიპლომატიურ ურთიერთობებში წინსვლა არ შეიმჩნევა, დიდი მეზობელი კვლავ აგრესორად რჩება და ორი „დამოუკიდებელი" წარმონაქმნი ჩვენგან დამოუკიდებლად აგძელებს არსებობას.
უკრაინაში გამოჩნდა პროდასავლური და პრორუსული მარათონის შედეგი: დასავლეთ უკრაინა დარჩა დასავლური ორიენტაციისა და ღირებულებების მატარებელი, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინა - პრორუსულის; კი მაგრამ, თავად უკრაინული მიმართულება, უკრაინული ღირებულებები და უკრაინის ხელისუფლება სად არსებობს?..
ასეთივე შეკითხვა არსებობს ჩვენი ქვეყნის სინამდვილეშიც; სად არის ამ დროს პროქართული სახელმწიფოებრივი მიდგომები და ინტერესი? სად არის ქართულ ღირებულებებზე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მცდელობები?.. არა, ასეთი რამ ჩვენში არ შეინიშნება, როცა სასომხეთსა და აზერბაიჯანს დალაგებული ურთიერთობა გააჩნია დიდ მეზობელთან და სათქმელს ევროპელებსაც არ აკლებენ: იქნებ თქვენს, ევროპულ რეკომენდაციებს გადახედოთ, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ სახელმწიფოებრიობა დაკარგა და საქართველო რამდენიმე დამოუკიდებელ ერთეულად იქცაო.
ეს იმიტომ, რომ სასომხეთის და აზერბაიჯანიც სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათი პილიტიკა საკუთარი ღირებულებების დაცვა და პატივისცემაა.
ჩვენ რაღა დაგვემართა?
სადამდე უნდა გვაბოლებდეს პოლიტიკური ამბიციებითა და სახელისუფლებო სავარძლების შენარჩუნებით დამარქაფებული პოლიტ-ჯგუფები?
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" მოუწოდებს ქართველ ხალხს, ილია მართლის გზას მივხედოთ, ევროპის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ დროზე გავერთიანდეთ ქართული ღირებულებების გარშემო,ჩვენი მართლმადიდებლობა, ენა, კულტურა და ადათ-წესი დავიცვათ!..
ჩვენი მოძრაობის სლოგანია: ნუ შეგვეშინდება ქართველობის!.. წარმოიდგინეთ, ბევრს ეწყინა კიდეც, ქართველობის რატომ უნდა შეგვეშინდესო, არადა ქართველობა მხოლოდ სუფრასთან მამულიშვილური სადღეგრძელოების წარმოთქმა და გულზე ხელის ბრაგუნი არ არის!..
ევროპაო, ამერიკაო, კი ბატონო, ვინ ეწინააღმდეგება ასეთ განვითარებულ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობას, მაგრამ სად არის ევროპა და ამერიკა თავიანთი ფართო ბიზნესითა და ღირებულებებით? როცა მუდმივად გვესმის, არაბულმა კომპანიამ ეს და ეს შეისყიდა, თურქულმა - ეს და ეს ქონება, ირანულმა კიდევ სხვა და, იმასაც დავუფიქრდეთ, აზია რომ გვიპყრობს თავიანთი გავლენებით, აზია, რომელიც რუსეთთან შესანიშნავ ურთიერთობაშია და, იმაზეც დავფიქრდეთ, მოსაზღვრე მეზობლებს რა ინტერესი გააჩნიათ საქართვლოში და როგორ თანდათან ძლიერდება მათი ინტერესების არეალი!..
ასე რომ, საქართველი სწორედ იმ ზღვარზეა, რომ ჩვენ ცოტა ხანში ჩვენსავე სამშობლოს ჩვენსავე ქვეყანაში დავუწყებთ ძებნას და, სამწუხაროდ, ვეღარ ვიპოვით!..
ამიტომაც მოგიწოდებთ: ნუ შეგვეშინდება ქართველობის!..