ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში ბევრი ღირსეული ადამიანია!

ირაკლი ღარიბაშვილი: "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში ბევრი ღირსეული ადამიანია!

  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 17:00 საათზე, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დანიშნა.

 

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თხოვნით მიმართა "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციას, რომ აღნიშნულ სხდომას დაესწრონ და აღნიშნა, რომ მათ რიგებში ბევრი ღირსეული ადამიანია. 

  "მივმართავ, მოვიდნენ სრული შემადგენლობით. "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში არის ბევრი ღირსეული ადამიანი. ისინი იყვნენ და არიან ღირსეული თანამებრძოლები. მინდა, გააგრძელონ სახელმწიფოს მშნებელობაში ჩვენთან ერთად ბრძოლა. თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, დაე, იყოს მათი არჩევანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა

 

 

 

5-11-2014, 13:16
უკან დაბრუნება