პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მინისტრები გადამდგარან, წასულან, გადაუყენებიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად გემი უნდა ჩაიძიროს.განცხადება ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობიდან "თავისუფალი დემოკრატების" სავარაუდო გასვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"თავისთავად იჩქარა და ამ ცხელ გულზე შემდეგი ნაბიჯი გააზრებული უნდა იყოს. "თავისუფალი დემოკრატების" წევრები არიან ჩემი ძალიან კარგი მეგობრები და ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ არ შეგვეძლოს საერთო ენის გამონახვა. ჩვენს მტრებს მართლაც გაუხარდებათ, თუ უმრავლესობა დაიშლება. ჩვენ სხვა პარტიასთან განსხვავებული აზრები დღესაც გვაქვს. მინისტრები გადამდგარან, წასულან, გადაუყენებიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად გემი უნდა ჩაიძიროს", - განაცხადა სესიაშვილმა.