ივერიონი / სომხეთსა და ირანში მიწისძვრა მოხდა

სომხეთსა და ირანში მიწისძვრა მოხდა

დღეს მიწისძვრა მოხდა ირანის ტერიტორიაზე, ქალაქ უგარიდან 28 კმ მოშორებით. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ  5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

 

წინასწარი ინფორმაციით, 3-4 ბალის სიმძლავრის რყევები სომხეთის ქალაქებშიც დაფიქსირდა. 

 

სომხეთის საგანგენო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და ეპიცენტრში მათი სიმძლავრე 7-8 ბალი იყო.

 

7-11-2012, 12:49
უკან დაბრუნება