ივერიონი / ალასანიას გუშინდელი ტრიუკი და ბოლომდე გასალუსტრირებელი პერსონები!

ალასანიას გუშინდელი ტრიუკი და ბოლომდე გასალუსტრირებელი პერსონები!

  ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პეტრიაშვილი გადადგა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ექს-თავდაცვის მინისტრის ცოლისდამ, მაია ფანჯიკიძემ. რაც შეეხება ალასანიას გუნდიდან გასულ იუსტიციის  მინისტრს თეა  წულუკიანს, რომელმაც მინისტრად დანიშვნისთანავე  შეიჩერა პარტიული     უფლებამოსილება, ძნელი სათქმელია, აყვება თუ არა იგი ამ ავანტიურას  ( ყოველშემთხვევაში გუნდური პრინციპების გათვალისწინებით უნდა აჰყვეს)!

  თუ წულუკიანიც მათ ნაკვალევს გაჰყვა, ერთი "ჩიტი" გახდება საჭირო, მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობის წინაშე  დავდგეთ! ( ვინ იქნება ის "ერთი ჩიტი" უახლოესი მომავალი გვიჩვენებს)
 ღარიბაშვილს, რომელმაც  საკმაოდ ხისტი, მაგრამ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რა დილემის წინაშე  შეიძლება აღმოჩნდეს, როცა  ახალი მთავრობის ნდობის მანდატის მოპოვების   აუცილებლობის  წინაშე დადგება.
   საეჭვო არ უნდა იყოს, რომ  საპარლამენტო კოალიციას ( საპარლამენტო უმრავლესობას)  ალასანიას ფრაქცია დატოვებს, რაც თავისთავად უმრავლესობის  დაკარგვას ნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია,  ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს ალასანიას "რესპუბლიკელები", მაგრამ, მათი ნდობა რომ არ შეიძლება, ფაქტია.
  ზოგიერთები მიანიშნებენ, რომ  "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის შესანარჩუნებლად  მაჟორიტარების გადაბირება მოუწევს, თუმცა,   გარანტიები ამ შემთხვევა არ არსებობს.
 ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ  როგორ გადაჯგუფდებიან პოლიტიკური სუბიექტები და რამდენად სერიოზული იქნება მათი "ერთობა", იმაზეც, თუ როგორ შეაფასებს საზოგადოება მათ მიერ "დაგროვილ კაპიტალს" ქართულ პოლიტიკურ სივრცეში!
     გამორიცხული არ არის  ალასანიასა და "ნაციონალების" ალიანსიც  შედგეს , სადაც ლოგიკის გათვალისწინებით "რესპუბლიკელებიც" მოიაზრებიან.
   როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები,  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავიდან  ვერ ავიცილებთ.
  ერთი სიტყვით, პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, რასაც  სავსებით შესაძლებელია  ქვეყანაში სიტუაციის გართულებაც მოჰყვეს . რაც არ უნდა გაგვიკვირდეს , ამ კონკრეტულ  რეალობაში  ძალიან დაფასდება  პლასტელინად წოდებული პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომლის პოზიციაზე  ბევრადაა დამოკიდებული  სიტუაციის გართულებაც  და დალაგებაც .
  ისე, შემთხვევით არაფერი ხდება   და ალასანიას  გუშინდელი ტრიუკი, სხვების ლუსტრირებასაც ადვილად მოახდენს.
  აბა გამოდით ასპარეზზე!!!

5-11-2014, 13:59
უკან დაბრუნება