ივერიონი / სერგი კაპანაძე: ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს!

სერგი კაპანაძე: ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს!

  "ნაციონალების" დროინდელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ქვეყანაში განვიტარებულ მოვლენებს ფეისბუქის სტატიებს ეხმიანება.
  "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ მის სტატუსს.

 

"რამდენიმე დასკვნა:
- ეს არის ყველაზე სერიოზული კრიზისი, რაც ამ ხელისუფლებას ჰქონია. ეჭვი მაქვს, კიდევ უფრო დიდი კრიზისების იქნება მომავალში.
- ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანა იმართება არაოფიციალურად, კულუარებიდან. როცა არავის მიმართ არ ხარ ანგარიშვალდებული, ხშირია მიზკალკულაციები, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს.
- ამ მთავრობაში თავისუფალი დემოკრატების წასვლის შემდეგ პრო-დასავლური გუნდი მკვეთრად ჩამოყალიბებული ნატოს და ევროკავშირის დღის წესრიგით აღარ რჩება.
- საგარეო პოლიტიკა ახლა რეალურად დგება კატასტროფის წინაშე. ორი მიზეზის გამო. 1. მთავრობაში აღარ არის დასავლური ორიენტაციის მქონე ძლიერი გუნდი. 2. ადამიანური რესურსები. საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასევე ელჩები ძალიან რთული შესაცვლელია. არაპროფესიონალიზმი უკვე სერიოზული საფრთხე გახდება! და ეს კრიზისული პერიოდი გადაივლის რიგითი დიპლომატების და საჯარო მოხელეების ზურგზე.
- ალასანიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა, როგორც მინიმუმ, ის უნდა ახსნან, ამდენი ხანი რატომ არაფერს ამბობდნენ, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს არაფერი ემუქრებოდა. იმიტომ, რომ ჩემთვის აქამდეც ნათელი იყო, რომ პრემიერს და მის ხელძღვანელს არანაირი დასავლური ღირებულებები და კურსი არ ჰქონდათ, მაგრამ ალასანია, ფანჯიკიძე და მათი მეგობრებო და თანამოაზრეები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.
- თუ ამ კრიზისიდან გამარჯვებული "ქართული ოცნება" და ბურჯანაძე გამოვიდნენ, მაშინ ხალხი მართლა გარეთ უნდა გამოვიდეს, რადგან ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება".

5-11-2014, 14:46
უკან დაბრუნება