ივერიონი / გენადი ზიუგანოვი: „რუსეთი ყოველთვის აფასებდა და პატივს სცემდა ქართველებს“

გენადი ზიუგანოვი: „რუსეთი ყოველთვის აფასებდა და პატივს სცემდა ქართველებს“

ინტერვიუში რუსეთის კომპარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი გუშინ ქვეყანაში გამართული „ერთიანობის“ დღესასწაულის შედეგებზე საუბრობს, აღნიშნავს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართული ხალხმრავალი „რუსული მარშების“ პატრიოტულ მნიშვნელობას და ამ ფონზე ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სახელმწიფოებრიობა ოთხ ბოძზე დგას:  „ესაა სახელმწიფოს ძლიერება, სოციალური სამართლიანობა, ღრმა სულიერება და კოლექტივიზმის გრძნობა. აქედან ერთიც რომ გამოაცალო, სახელმწიფოს ბზარი უჩნდება და იშლება“.
რუსი კომუნისტების მეთაური საქართველოსაც იხსენებს და ამბობს: 
„რუსეთი დღეს დაყოფილია „ველიკორუსებად“, „მალორუსებად“ და „ბელორუსებად“, არადა ჩვენ ერთი ხალხის ვართ... ბალტიისპირეთში თავი ნაცისტებმა წამოჰყვეს. კავკასია რომ ავიღოთ, საქართველო რუსეთის მიმართ ყოველთვის მეგობრული იყო, დღეს კი იქ ამერიკის ხალხი ზის და მოსახლეობას ჩვენ წინააღმდეგ უსისინებენ. არადა, როგორ ვაფასებდით და პატივს ვცემდით ქართველებს - პეტრე ბაგრატიონი ხომ 1812 წელს რუსულ არმიას სარდლობდა. უკრაინაში ხელისუფლებაში ისეთი ხროვა მოვიდა, რომელმაც პირველ რიგში რუსულ ენაზე ლაპარაკი აკრძალა. რუსები ყველაზე დამცირებული და დაჩაგრული ხალხი აღმოჩნდა, ჰოდა, ამიტომაც ღებულობენ ამ პატრიოტულ მარშებში მონაწილეობას“.

„იზვესტია“ (რუსეთი), 5 ნოემბერი, 2014 წელი
http://izvestia.ru/news/578938

5-11-2014, 17:44
უკან დაბრუნება