. პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოვა დრო, როდესაც თავად ხელისუფლება მოისურვებს იმ დეტალების გარკვევას, თუ რატომ ხდებოდა მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის უწყებაზე.
"ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პოლიტიკურ სივრცეში. იქნება ეს პარლამენტი, თუ ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციას. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არავის მივცემთ იმის საშუალებას, თუნდაც ერთ პატარა ჯგუფს, მიაყენოს ზიანი ამ კურსს. დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ საბოლოო ჯამში მოვა დრო და თავად ხელისუფლება მოისურვებს იმ დეტალების გარკვევას, თუ რატომ ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის უწყებაზე, იმ უწყებაზე, რომელიც საერთაშორისო აღიარებით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების", - განაცხადა პეტრიაშვილმა.