ივერიონი / საით მიდიან "თავისუფალი დემოკრატები?!"

საით მიდიან "თავისუფალი დემოკრატები?!"

  "თავისუფალი დემოკრატები", პროდასავლური პოლიტიკური პარტია, მმართველი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გამოვიდა, რითაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. კრიტიკოსების აზრით, ამ ფაქტმა შეიძლება დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეანელოს", - წერს ამერიკული "ნიუ-იორკ თაიმსის" (ავტორი ენდრიუ როტნოვი).
  "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მთავრობის პროდასავლურმა  წევრებმა, მათ შორის პოპულარულმა თავდაცვის მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თანამდებობები დატოვეს, შეიარაღებულ ძალებში კორუფციის ფაქტების "პოლიტიკურად მოტივირებული" გამოძიების გამო.
  ბატონმა ირაკლი ალასანიამ კოალიციიდან გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული გამოძიება "საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე თავდასხმას ნიშნავს", მხედველობაში ჰქონდა რა საქართველოს ინტერესები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. "ეს ნამდვილად არასასიამოვნო ამბავია ჩვენთვისაც, "თავისუფალი დემოკრატებისათვისთვისაც", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ, ამ პარტიის წევრმა, სატელეფონო საუბრის დროს, რომელმაც დაადასტურა კოალიციიდან გამოსვლის ფაქტი, – "ჩვენ ნამდვილად ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა კოალიცია, მაგრამ ეს პრინციპის საკითხი იყო".
  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა, უარყო, რომ ამით საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან შენელდება. მან ინტეგრაციის პროცესს "შეუქცევადი" უწოდა და ირაკლი ალასანია, მისსავე თანაპარტიელებთან ერთად, კანონიერი გამოძიების პოლიტიზებაში დაადანაშაულა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თავიანთ პოსტებიდან გადადგნენ, რითაც პროტესტი გამოხატეს ირაკლი ალასანიას გათავისუფლების გამო. მმართველი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გამოსვლით 150-წევრიან პარლამენტში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა მხოლოდ სამი ადგილით ექნება.
  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის გია ნოდიას თქმით, კოალიციას კიდევ შეუძლია ფაქტიური საპარლამენტო უმრავლესობის სენარჩუნება, ლოიალური დამოუკიდებელი დეპუატატების გადაბირების გზით, მაგრამ სხვა კოალიციური პარტიების შესაძლო განდგომა უკვე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს.
 ირაკლი ალასანია ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის ერთგვარ "გარანტს" წარმოადგენდა, თუმცა  რაიმე კონკრეტული ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური კურსი შეიცვლება, ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე არ ჩანს: "მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით კრიზისში ვართ", - აღნიშნა მან სატელეფონო ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საზოგადოებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და პოლიტიკიდან წავიდა (2012 წელს დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი), მაინც აგრძელებს ჩრდილოვან ჩარევას. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა სწრაფად დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკების სამართლებრივი დევნა და რამდენიმე თვის განმავლობაში ორ ათეულამდე მაღალჩინოსანი იქნა დადანასაულებული კორუფციასა და წამებაში.
ვიქტორ დოლიძის თქმით, ოთხშაბათს ბიძინა ივანიშვილმა პირადად მიიღო მონაწილეობა მმართველი კოალიციის წევრების შეხვედრაში და მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოძიების გაგრძელებას. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" შეხვედრა დატოვეს. "ჩვენ აქ ბიძინას მოსასმენად არ მოვსულვართ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ რეპორტიორების წინაშე შეხვედრიდან გამოსვლისას.
  პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე აშშ-ის ელჩის თვალსაზრისი საქართველოში მომხდარი მოვლენების მიმართ: "რიჩარდ ნორლანდმა თქვა, რომ ვაშინგტონი ამ კონკრეტულ გამოძიებას კომენტარს არ გაუკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების რაოდენობა და მასშტაბი წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიზებული ფორმით ან პოლიტიკური მიზნებისათვის".
  სტატიაში მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაც: ივლისში პროკურატურამ ბრალდება წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის თანახმად, მას დანასაული მიუძღვის ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში, რაც 2007 წელს საპროტესტო მიტინგის დარბებაში გამოიხატება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს, ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
  ექს-პრეზიდენტის მომხრეები, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები 15 ნოემბერს ქუჩის მსვლელობას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მასობრივი ქუჩის გამოსვლების შედეგად მოვიდა, რომელიც 2003 წელს საპარლამენტო არჩევნების სადაო შედეგებმა გამოიწვია.
ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ.

 

 

"ნიუ-იორკ თაიმსი" (აშშ), 6 ნოემბერი, 2014 წელი
<!--[if gte mso 9]> Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

<!--[if gte mso 9]> <!--[if gte mso 10]> /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-qformat:yes; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0in 5.4pt 0in 5.4pt; mso-para-margin:0in; mso-para-margin-bottom:.0001pt; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-fareast-font-family:"Times New Roman"; mso-fareast-theme-font:minor-fareast; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-bidi-font-family:"Times New Roman"; mso-bidi-theme-font:minor-bidi;}

http://www.nytimes.com/2014/11/06/world/europe/pro-west-party-quits-georgias-governing-coalition.html?_r=0

 

 

6-11-2014, 11:34
უკან დაბრუნება