ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით პრემიერ-მინისტრი- ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა. ამის შესახებ კალაძემ "მოამბესთან" ისაუბრა.
"ეს არის კონკრეტული სავარაუდო კორუფციული დანაშაული. მე არ მინდა, დავარღვიო უდანაშაულობისპრეზუმპცია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პროკურატურას აქვს სერიოზული კითხვები ამ საქმესთანდაკავშირებით. ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას. დღეს თხოვნა იყო პრემიერის მხრიდან, რომ სრულიადგამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი. გრიფის მოხსნაზე იყო საუბარი და ამას დათანხმდა პრემიერ-მინისტრიც.ამიტომ ჩვენს ინტერესებშიც შედის ის, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ, რომ არავის კითხვები არდარჩეს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სტრატეგიული სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.