ივერიონი / თბილისის საქალაქო სასამართლო 8 თანამშრომელმა დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო 8 თანამშრომელმა დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სასაამართლო მანდატურების განცხადებები გათავისუფლების თაობაზე. გიორგი უშვერიძე, ზურაბ ღუღუნიშვილი, ზურაბ ჭიკაიძე, თამაზ ზურაშვილი, დავით ხარატონიშვილი, თამაზ სარალიძე და კობა თორიაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

მანდატურების განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე მათზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა და შეუარცხყოფას აყენებდა სასამართლოს მენეჯერი ვანო ზარდიაშვილი. მანდატურებმა მოითხოვეს, რომ სასამართლოს მენეჯერს დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა.

ამ ფაქტზე ჩატარდა მოკვლევა, დაიკითხნენ სასამართლოს სხვა თანამშრომელბი, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მენეჯერი არ სარგებლობდა მათი კეთილგანწყობით და ადგილი არ ჰქონია ზეწოლას.

სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა მანდატურებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, გარდა ამისა, ისინი მოკვლევის პერიოდში არ დადიოდნენ სამსახურში. გამოძიებამ დაადგინა, რომ სასამართლო მენეჯერი ვანო ზარადიშვილი თანამდებობიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სასამართლო ექსპერტი ვანო ზარადიშვილი.

 

7-11-2012, 13:18
უკან დაბრუნება