ივერიონი / ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას!

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას!

  ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის მუშაობაში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" მონაწილეობა გრძელდება.


  ჩიქოვანის თქმით, უსუფაშვილთან საუბრის მთავარი თემა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გასვლა და მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იყო.


  "როგორც პარლამენტის წარმომადგენლები, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

6-11-2014, 13:54
უკან დაბრუნება