ივერიონი / დავით უსუფაშვილი: გადაწყვეტილებების მიღებისას პროცესის ყველა მონაწილე აჩქარდა!

დავით უსუფაშვილი: გადაწყვეტილებების მიღებისას პროცესის ყველა მონაწილე აჩქარდა!

 ქვეყნის განვიტარების და მტავრობის პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


  პარლამენტის თავმჯდომარემ  ალასანიას გადაყენებისა და ფანჯიკიძისა და პეტრიაშვილის გადადგომის შესახებაც ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გადაწყვეტილებების მიღებისას პროცესის ყველა მონაწილე აჩქარდა.

 "შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვარავს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტს ეს კურსი განსაზღვრული აქვს არაერთხელ, მათ შორის ბოლოს 2014 წლის ივლისში, როდესაც დავამტკიცეთ მთავრობის ახალი შემადგენლობა და მისი საქმინობის პროგრამა. შესაბამისად ყოველგვარი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს საფრთხე ემუქრება, არის უსაფუძვლო.

 თუ რაიმე საფრთხე და პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით, ამან რა თქმა უნდა შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების თვალსაზრისით, რადგან ეს სამინისტროები დარჩა ხელმძღვანელების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ამ ადგილებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და შესაბამისი ხედვის მქონე ადამიანები და ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას, მათ შორის უახლოეს დღეებში და კვირებში დაგეგმილი საკითხების წარმატებით მოგვარებას, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, რომლებმაც სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წინსვლაში სწორედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით და მინდა გამოვთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია "ქართული ოცნებას", საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას აღარ მოუწევს საქმიანობა.

ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცეთ მთავრობა და გვქონდა მათი იმედი. ჩვენ გვინდოდა, რომ მათ ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის.

შეგახსენებთ, რომ მინისტრი ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და როგორც ზოგადად პოლიტიკოსებს, ასევე მინისტრებს გვიწევს ხოლმე პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. თუმცა ვისურვებდი, ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განივითარებულიყო.

შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა ისე რომ მას ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოჰყოლოდა? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის ყველა მონაწილე ნებით თუ უნებლიედ ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა ის პრობლემები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

6-11-2014, 14:00
უკან დაბრუნება