ივერიონი / სახალხო პარტია:-"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითონვე გადაიყვანა სამართლებრივი დავა პოლიტიკურ სიბრტყეში"

სახალხო პარტია:-"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითონვე გადაიყვანა სამართლებრივი დავა პოლიტიკურ სიბრტყეში"

   ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას "სახალხო პარტია" ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

 

   -"სახალხო პარტია ეხმაურება, ამ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ სახეზეა მცდელობა საზოგადოებაში მოხდეს ზოგადად დასავლური ფასეულობების და ქვეყნის საგარეო ვექტორის დისკრედიტაცია, ხოლო შიდა კოალიციური პრობლემების სახელმწიფოებრივ პრობლემად გადაქცევა, იდეის ან კურსის საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და ამ პროცესებში საზოგადოების ჩათრევა უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ქმედითუნარიანობაზე.

   ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ ( და არა მარტო მისგან), უკვე დიდი ხანია გრძელდებოდა სიმულაციები და ინსინუაციები პროევროპულობაზე, საკუთარი პრობლემების მოგვარებისათვის. აშკარა იყო ცრუ მოლოდინების შექმნა, არაფრის კეთება და "ნაციონალური მოძრაობისთვის" თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისა და ბურჯანაძისნაირი პოლიტიკოსებისთვის ნატოს წინააღმდეგ "არგუმენტის" მიცემის პოლიტიკა, რასაც თან ერთოდა განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში (უკრაინის კრიზისი) სტარტეგიული პარტნიორებისათვის გაუგებარი და ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე პროვოკაციული განცხადებები. სახეზე იყო არსებული ტრადიციის გაგრძელება თავდაცვის მინისტრების მხრიდან კოალიციების რღვევისა და რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკური კლიმატის შექმნისა საქართველოში. მაგალითად, სირიელი მეამბოხეების საქართველოში ნატოს ინსტრუქტორების მიერ მომზადების საკითხის ხმამაღლა განცხადება, რუსეთისათვის საბაბი გახდა აფხაზეთთან ბოლო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნისა.

   თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითონვე გადაიყვანა სამართლებრივი დავა პოლიტიკურ სიბრტყეში, რითაც ერთი მხრივ ეჭვი განამტკიცა, მეორე მხრივ დაპატიმრებულებს გაურთულა მდგომარეობა., ხოლო "აპოლიტიკური" თავდაცვის სამინისტროსთან გამართული შოუ (წითელ ხალიჩა და ფოტოსესია აკლდა), აშკარად დაგეგმილი პოლიტიკური სპექტაკლის სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო.

   მიუხედავად, ყველაფრისა შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მმართველი კოალიციის წამყვან პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას".

   ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, სახალხო პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას და კერძოდ პრემიერ-მინისტრს, რომ ეხლა მაინც გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გასაჯანსაღებლად. მოხდეს ქვეყნის საგარეო მდგენელის მკვეთრი იდენტიფიცირება, აღდგენილი იქნეს კონტრუქციული დიალოგი ევროპის წამყვან პოლიტიკურ ძალასთან - ევროპის სახალხო პარტია, ხელი შეუწყოს რეალური ევროპული ფასეულობების დამკვიდრებისა ქვეყანაში და წინ აღუდგეს ფსევდოლიბერალური იდეების ექსპორტის მცდელობას, რაც ხელოვნურად იწვევს საქართველოს მოსახლეობის ნეგატიური განწყობების ზრდას ევროპული არჩევანის მიმართ. გახსნას საჯარო სივრცე ყველა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფისთვის, უარი ითქვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მხოლოდ არასამთავროების ერთი ჯგუფის მონაწილეობის პრაქტიკაზე და საქმით დაამტკიცოს დეკლარირებული ღირებულებისადმი ერთგულება"-ნათქვამია განცხადებაში.

 

6-11-2014, 21:28
უკან დაბრუნება