ივერიონი / ვანო მაჭავარიანი:-"ალასანიას წასვლით კოალიციას საგარეო ურთიერთობების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს"

ვანო მაჭავარიანი:-"ალასანიას წასვლით კოალიციას საგარეო ურთიერთობების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს"

   ირაკლი ალასანიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ   ალასანია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ა თავდაცვის ახალ მინისტრს პოტენციალი არ გააჩნია და გამოცდილებაც აკლია.

   -"მინისტრი ალასანია ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ პერსონად, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. რაც მოხდა მთავრობაში, ეს ფაქტობრივად, არის ვაკუუმის შექმნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და თავდაცვის სამინისტრო, რომელშიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების მთავარი ნაწილი გადიოდა, დღეს დაპაუზებულია. მთავრობამ უნდა შეძლოს ამ კრიზისიდან გამოსვლა იმით, რომ ალასანიას მასშტაბის პოლიტიკოსი თუ პიროვნება ჩაანაცვლოს არანაკლები წონის მქონე პიროვნებით, რომელსაც აქვს საერთაშორორისო გამოცდილება, აშშ-სთან ნდობა. ვფიქრობ, რომ მინდია ჯანელიძეს ამის რესურსი არ აქვს. ალასანიას წასვლით კოალიციას საგარეო ურთიერთობების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან ეს ურთიერთობები არა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეზე, არამედ თავდაცვის მინისტრზე გადიოდა. თუ ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, ეს ქვენისთვის არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, თუ ვერ აცნობიერებენ - უარესი. თუ თუ ეს ხდება იმის გამო, რომ პიროვნული და პოლიტიკური ამბიციები ერთმანეთს არ დაემთხვა და ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობის დალაგება კოალიციის ხელმძღვანელის მიერ, ეს სიტუაცია დროულად უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

7-11-2014, 13:13
უკან დაბრუნება