ივერიონი / ირაკლი ღლონტი:-"ჩვენ უნდა მივიდეთ რაც შეიძლება ახლოს ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან"

ირაკლი ღლონტი:-"ჩვენ უნდა მივიდეთ რაც შეიძლება ახლოს ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან"

   ხვალ "რეფორმატორების" ორგანიზებით ენგურის ხიდთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია "მივუახლოვდეთ აფხაზეთს" გაიმართება.

   ,,რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით, აქციაში მონაწილეობას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქვეყნის პროდასავლურ კურსს იზიარებენ და დეოკუპაცია სურთ.

   -,,მე მინდა, ხელისუფლებას მივმართო და ვთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებთ. ჩვენ ვერ დავივიწყებთ უახლოეს წარსულში მომხდარ ომს და იმ სისხლს, რომელსაც ჩემი თაობის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ" – აღნიშნა ღლონტმა. 

   ,,რეფორმატორების"" ორგანიზებით, აქცია ზუგდიდში 8 ნოემბერს, 13:00 სთ–ზე, ხოლო ენგურის ხიდთან 14:30–ზე გაიმართება, იქნება მშვიდობიანი და ფართომასშტაბიანი. დედაქალაქიდან რეგიონისკენ აქციის მონაწილეთა ავტოკოლონები გავლენ. აქციის ორგანიზატორების თქმით თბილისიდან გასულ ავტომანქანებს მოხალისეები შეუერთდებიან ხაშურიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან და ბათუმიდან.

   -"ჩვენ ვიღებთ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევას, რომელიც პროდასავლურ იდეებს იზიარებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც იზიარებს ამ პოზიციას, შემოგვიერთდეს. დილის 7 საათზე გავდივართ სააკაძის მოედნიდან, ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ უნდა მივიდეთ რაც შეიძლება ახლოს ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან, უნდა მივუახლოვდეთ აფხაზეთს. ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით! შემოგვიერთდით"-მიმართა საზოგადოებას ირაკლი ღლონტმა.

   ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ "რეფორმატორები" 15 ნოემბრის აქციას არ დაესწრებიან.

 

 

7-11-2014, 20:19
უკან დაბრუნება