ივერიონი / შალვა შავგულიძემ უმრავლესობა დატოვა

შალვა შავგულიძემ უმრავლესობა დატოვა

    პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა. დეპუტატის თქმით, მან პოლიტიკური კარიერა თავისუფალი დემოკრატების რიგებში დაიწყო და პარტიის პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს, რის გამოც კვლავ მათ რიგებში ბრუნდება. 

   საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად ქართულ ოცნებას 76 დეპუტატი სჭირდება, ამ დროისთვის კი "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის შვიდი წევრისა და შალვა შავგულიძის უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ ქართულ ოცნებას პარლამენტში მხოლოდ 75 ხმა რჩება.  

 

7-11-2014, 21:03
უკან დაბრუნება