"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დღის წესრიგი ერთხმად დამტკიცდა. მისასალმებელი სიტყვა დავით უსუფაშვილმა აიღო და წარმატებები უსურვა "თავისუფალ დემოკრატებს"
-"დარწმუნებული ვარ მომავალ არცევნებზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ჯერ არ ვიცით პარტნიორულ თუ კონკურენტულ რეჟიმში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთში, რომ ჩვენი ღირებულებები არის მსგავსი, თანმხვედრი და მოვახერხებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ შეგესრულებინოთ ის დაპირებები, რასაც თქვენი ამომრჩეველი ელის თქვენგან".