საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს კონტროლის პალატამ გეგმიური შემოწმება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საგადასახადო ტელევიზიაში შემოწმების მიზნით არ შემოსულა. ტელევიზიას პერიოდულად სახელმწიფო აუდიტი ამოწმებდა. ბოლო შემოწმება 2011 წელს იყო. ახლა მოულოდნელად მოვიდნენ ოფიცრები ტელევიზიაში და განაცხადეს, რომ უნდა ჩატარებულიყო გეგმიური შემოწმება, მაშინ, როცა ეს შემოწმება 2013 წელს უწევს",-განცხადა ჭანტურიამ.
გიორგი ჭანტურის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოულოდნელი შემოწმება კონტროლის პალატის მიერ პრემიერ-მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანებით ხორციელდება და აქ გეგმიური შემოწმება არაფერ შუაშია.
"ჩვენ შემოწმების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, მე მოვუწოდებ ჩემს თანამშრომლებს, რომ ყველანაირად ხელი შეუწყონ და დაეხმარონ ოფიცრებს. ბრძანებაში ნათქვამია, რომ შემოწმების პროცესი კამერების მიღმა მიმდინარეობდეს, გარდა ამისა, ჩვენ შევასრულებთ ყველა მითითებას. უფრო მეტიც, ჟურნალისტები ამ პროცესს აქტიურად გააშუქებენ. ჩვენ დასამალი არაფერი გავქვს. მე გავეცი ბრძანება სპეციალური კომისიის შექმანზე, რომელიც გამოძიებას დაეხმარება", _ განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.