დღეიდან "თავისუფალი დემოკრატების" ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. განცხადება ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ფილარმონიაში ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას გააკეთძა.
პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი გზა ევროპული და ევროატლანტიკური იქნება.
"დღეს არის ძალიან ლამაზი, თავისუფალი და დემოკრატიული დღე. "თავისუფალი დემორატების" - საკმაოდ გავლენიანი ძალის ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. ეს ეტაპი იქნება საინტერესო, ენერგიული, ევროპული და ევროატლანტიკური. სირთულეების კი ჩვენ არასდროს შეგვშინებია", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.