ივერიონი / სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე იქნება

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე იქნება

აქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მუხროვანის სამხედრო ბაზა დაათვალიერა. ეს იყო გეგმიური შეხვედრა სპეციალური ძალების სასწავლო ცენტრში. მინისტრის განცხადებით, სპეციალურ ძალებს თავდაცვით პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 

"ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირდაპირ დავინახე, რამხელა მზადყოფნა და საბრძოლო სულია ჩვენს მეომრებსა და ჯარისკაცებში. გავეცანი წვრთნების მეთოდოლოგიას, მომზადების ხარისხს და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება შეიძლება მივცეთ ჩვენი სპეციალური ძალების მომზადებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

თავდაცვის მინისტრმა მუხროვანში შეხვედრისას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, დიმიტრი კიკნაძე 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაური იყო. დიმიტრი კიკნაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში. მიღებული აქვს მედლები "საბრძოლო დამსახურებისთვის" და" მხედრული მამაცობისთვის".

 

7-11-2012, 15:19
უკან დაბრუნება