"თავისუფალი დემოკრატების"ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა - "ოპოზიციაში ყოფნა არ იქნება მარტივი, მაგრამ ვგრძნობ ჩემი თანაგუნდელების სრულ სიმტკიცეს ".
მისი თქმით, ყველა საქმეში, რომელიც საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის იქნება სწორი, "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან.
"ყველა საქმეში, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სწორი, ვიქნებით მხარდამჭერები და პარტნიორები ხელისუფლების და ასევე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების. დღეს ჩვენ გავხსენით სივრცე ასეთი თანამშრომლობისთვის. საქართველოს პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი, აღარ უნდა იყოს ერთმანეთის გაუტანლობა. პარტნიორების ძიებაა ახლა მთავარი და არა მოწინააღმდეგეების. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.