ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონს ძალა აქვს და ამ მხრივ, ყოფილი ხელისუფლების შეცდომები არ მეორდება.
მისი თქმით, მინისტრი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ვინც იქნება, კანონი ერთნაირად უნდა გავრცელდეს. განცხადება აის შესახებ ივანიშვილმა "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო ერთი დიდი კუნძული "ნაცინალური მოძრაობის" სახით, რომელზეც კანონი არ ვრცელდებოდა. ახლა პატარ-პატარა კუნძულებსაც არ შევქმნით და ეს არც უნდა დავუშვათ. მინისტრი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ვინც იქნება, კანონი ერთნაირად უნდა გავრცელდეს. თუ თანამდებობის პირებზე არ გავრცელდა, მაშინ ვინ დაიცვას ჯარის მოსამსახურეები, სადაც მოწამვლები ფიქსირდება?!"- განაცხადა ივანიშვილმა.