"რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი აქციის "მივუახლოვდეთ აფხაზეთს" შემდეგ საზოგადოებას მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:
-"2 წელია ერთმანეთს ვეჭიდავებით... 2 წელია ცდილობთ დამაბრალოთ, რომ არ შემიძლია ვინმეს ნაკლზე საუბარი, 2 წელია გიხსნით, რომ იშვიათად ვსაუბრობ საერთოდ სხვის ნაკლზე თუ ეს პოლიტიკური დებატი არ არის, 2 წელია ცდილობთ დაარწმუნოთ უცხო ადამიანები, რომ ირაკლი ღლონტი ნაციონალების სატელიტია და ,,რეფორმატორები'', ახალი პარტია, რომელიც დავაფუძნე ჩვეულებრივი უპრინციპო, მოსატელიტო ტიპის პატარა პარტიაა...
დღეს საბოლოოდ მინდა გაგცეთ ყველას პასუხი და გითხრათ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე პრინციპებით მოვდივარ, რომელსაც არასდროს არ ვღალატობ, ყოველთვის ვარ პრინციპული იქ და იმ ნაწილში, სადაც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, და მინდა იცოდეთ და კარგად დაიმახსოვროთ, რომ ვიყავი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვემსახურებოდი სტუდენტურ ინტერესებს, არ ვერეოდი პოლიტიკოსების საქმეში, ვცდილობდი ბევრი მესწავლა და გამოვდგომოდი ჩემ ქვეყანას, ვიყავი აბსოლიტურად თავისუფალი მოქალაქე, შემდეგ ვიყავი საჯარო მოსამსახურე, რომელმაც მიზერული ხელფასის სანაცვლოდ პირნათლად ემსახურა სახელმწიფო ინტერესებს და ვიყავი ირაკლი ღლონტი, ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვცდილობდი ობიექტურ საქმიანობას და ვიყავი ირაკლი ღლონტი, 6 თვის წინ წესიერ ადამიანებთან ერთად დავაფუძნე პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორები'' და მაქსიმალურად ვიბრძვი სიმართლისათვის და უარს ვეუბნები იაფფასიან პოპულიზმის, დივიდენდების უღირსად მოპოვებას და ვარ ისეთივე თავისუფალი და პრინციპული ირაკლი ღლონტი, როგორიც ვიყავი სტუდენტობის პერიოდში.
უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ უპრინციპოდ ვუახლოვდებით ვლადიმერ პუტინს, პრაქტიკულად ვახორციელებთ მისი მზაკვრული იდეების მსახურებას და ყოველგვარ გზას და პერსპექტივას ვუკლავთ ხმის ამომღებ ხალხს !!!
მე მაინც ამოვიღებ ხმას, მე მაინც ვიბრძოლებ ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოსათვის !!!
მე ირაკლი ღლონტი ვარ !
მე ქართველი ვარ !
მე რეფორმატორი ვარ !"