"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია კოალიციის მიღმა დარჩენილ მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს. მისი თქმით, ეს ტყავდაცვის სამინისტროზე პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართული შეტევა იყო.
"არავითარი პერსონალური კონფლიქტი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ეს იყო პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის სამინისტროზე სწორედ მაშინ, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგებთან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ვიმყოფებოდა და NATO-ში პაკეტის განხილვა იწყებოდა. ამას ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, როდესაც "კაბელების საქმეს" გრიფი მოეხსნება და სასამართლოში წარიმართება პროცესი, დადასტურდება, რომ ეს ეჭვები უსაფუძვლოა და უდანაშაულო ხალხი გამოვა ციხიდან. ამ შემთხვევაში პირდაპირ დავაყენებ იმ პროკურორების ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ეს ჩაიფიქრა", - განაცხადა ალასანიამ "იმედის" ეთერში.