საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონის" პრეს-კლუბი ფუნქციონირებას 11 ნოემბერს იწყებს. პრესკლუბში მედია საშუალებები შეხვდებიან მათთვის საინტერესო რესპოდენტებს. პრესკლუბის სტუმრები იქნებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ექსპერტ-ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც შეეძლებათ თავისუფლად და ობიექტურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია.
პრესკლუბი ჟურნალისტებს მოხერხებულ და თბილ გარემოს სთავაზობს, მათ შექმნილი ექნებათ მუშაობის ყველანაირი პირობა.
12 საათზე პრესკლუბის პირველი სტუმარი იქნება "სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება.
12.30 ივერიონის პრესკლუბის სტუმარი იქნება ცნობილი იურისტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. თემა: რატომ ჭიანურდება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა.
მისამართი; კოსტავას 6. პირველი სადარბაზო, მე-3 სართული. ტელეფონი: 2 93 53 22; 599 88 97 18