ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საზღვრების ურღვევობა მესაზღვრეების პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზეა დამოკიდებული!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საზღვრების ურღვევობა მესაზღვრეების პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზეა დამოკიდებული!

"ჩვენი საზღვრების ურღვევობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დიდად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე", - განცხადება ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესაზღვრეებს სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალურ პრეზენტაციაზე გააკეთა.


ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანლს ზურაბ გამეზარდაშვილს.

  "სულ ახლახან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების საქართველოში მეგობრული ვიზიტის დროს დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გავაცანით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობის წვლილი, კერძოდ, ვისაუბრეთ იმ დახმარების შესახებ, რომელსაც თქვენ უწევთ საქართველოს შს სამინისტროს. სწორედ აშშ-ის დახმარებით აღიჭურვა სასაზღვრო პოლიციის საზღვრის მართვის სისტემის კავშირგაბმულობა თანამედროვე ტექნიკით და დასრულდა მონტაჟი. ეს გაცილებით მოქნილს და ეფექტიანს გახდის სახელმწიფო საზღვრის ოპერატიულ მართვას. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რიჩარდ ნორლანდს ჩვენი სანაპირო დაცვის კუთხით განხორცილელებული არარერთი პროექტისათვის.

  საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველოყოფა არის ჩვენი ძირითადი სახელმწიფოებრივი მიზანი და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ დავიცავთ სასაზღვრო ძალების უმნიშვნელოვანეს პრონციპს - ეს არის სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის გზით საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საყოველთაო მშვიდობის განტკიცებას საქართველოსა და რეგიონში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
 

10-11-2014, 13:14
უკან დაბრუნება