ივანიშვილის ერთ-ერთმა ფავორიტმა, პიარტექნოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ამ ორიოდე დღის წინ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა.
ბიგვავამ ეჭვი შეიტანა პროკურატურის მოტივაციაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან მიმართებაში და განაცხადა, რომ შესაძლებელია მათი ბრალეულობა არ გამოიკვეთოს და ძიება შეჩერდეს !
ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოხდეს- ამხელა სკანდალი ატდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემებზე, რომელსაც ირაკლი ალასანიას სკამი შეეწირა და ახლა გვეუბნებიან, რომ პროკურატურამ აჟიოტაჟი ხელოვნურად ააგორა.
ჰქონდა თუ არა სინამდვილეში ადგილი კორუფციულ გარიგებებს და მოხდა თუ არა სახელმწიფო ქონების დატაცება, ეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ, მაგრამ, საინტერესოა, რა მიზანს ემსახურებოდა ის პოლიტიკური სკანდალი, რომელმაც ფორმალურად კოალიციის გახლეჩა და ახალი საპარლამენტო ოპოზიციის ფორმირება გამოიწვია?!
რას უმიზნებს ირაკლი ალასანია და აღმოჩნდება თუ არა იგი მომგებიან სიტუაციაში, თუკი ბიგვავას თქმისა არ იყოს, სამინისტროს მაღალჩინოსნები გამართლდებიან?!
რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში- პროკურატურამ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, მართლაც არსებობს კორუფციული სქემები სამინისტროში თუ სიტუაციაში დასავლეთის (კერძოდ, ამერიკის) ჩარევის გამო მთავრობამ უკან დაიხია და ხელი მხოლოდ პროკურატურას უნდა შეაწმინდონ?!
წესით და კანონით, ასეთი აჟიოტაჟის შემდეგ პასუხისმგებლობა მთავრობამაც უნდა გაინაწილოს, მითუმეტეს, მთავრობის მეთაური დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფცია ჰყვავის და მისი ხელმძღვანელი ერთი უტვინო და ამბიციური ვინმეა, რომელიც ორი წელი "ნაციონალებს" ლობირებდა!
საზოგადოების დაბოლება მოსულა, მაგრამ, ასეთი დაბოლება?!
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...