"საზოგადოებას ასეთი შთაბეჭდილება არ დარჩენია, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს კი ვეტყვი, მეთოდები დაგიძველდათ, მუშაობის სტილი შეცვალეთ!"
აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
"ექს-პრემიერის სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას გამოჩნდა, რომ ბევრ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება გააჩნდათ ივანიშვილს და ღარიბაშვილს და თუნდაც ალასანიას თემა არ იყო წინასწარ ერთად გავლილი თემა, თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ივანიშვილის მიერ იმართება, შეხედულებას ვერ და არ შევუცვლით", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკი სოსო ცისკარიშვილის ბოლოდროინდელ აქტივობებსაც გამოეხმაურა.
"არ მომწონს ის შეხედულებები, რომელსაც სოსო ცისკარიშვილი აფიქსირებს, მაგრამ, ფაქტია, რომ არსებობს ეს შეხედულებები. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები უფრო საინტერესოა, არ არის მიკერძოებული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.