როგორც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, პარლამენტში თანამდებობებზე მყოფი მისი ფრაქციის წევრები პოსტებს პირადი განცხადებების საფუძველზე არ დატოვებენ.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული საკითხი რეგლამენტით რეგულირდება და რეგლამენტში პირდაპირ დეტალურად გაწერილია, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება.
"ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბიუროს წევრები არიან, პირადი განცხადებების საფუძველზე არ დატოვებენ თანამდებობებს, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტში უკავიათ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.